პროექტი
- პროექტის სახელი: მანძილის გაზომვა ხელსაწყოების გარეშე.
- პროექტის მოკლე აღწერა: საკუთარი ზომებით (გოჯი, მტკაველი, გაშლილი ხელები, ორმაგი ნაბიჯი, სიმაღლე) როგორ გავზომოთ მანძილი.
- პროექტის სრული აღწერა: ძველ დროში ადაამიანები სიგრძეებსა მანძილებს საკუთარი სხეულის ნაწილებით ზომავდნენ. შედარებით მცირე სიგრძეთა გასაზომად ისინი გოჯს (ცერის უკანასკნელი ფალანგის სიგრძე), მტკაველსა (მანძილი გაშლილი ხელის ცერის წვერიდან ნეკის წვერამდე) და ადლს, (იდაყვის სიგრძე) იყენებდნენ, ხოლო უფრო დიდ მანძილებს ნაბიჯებით ზომავდნენ. უძველესი ზომის ერთეულები სწორედ ამ სიდიდეებთან იყო დაკავშირებული. მაგ. ინგლისური სიგრძის ერთეული იარდი, ინგლისის მეფის ჰენრიხ პირველის მიერ იყო შემოღებული და მისი ცხვირის წვერიდან გაშლილი ხელის წვერომდე მანძილს უდრიდა. ამჟამად ზომის ერთეულები ფიზიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული; სიგრძის ძირითადი ერთეული მეტრი ის მანძილია, რომელსაც სინსთლის სხივი წამის 1/299792458 ნაწილში გაივლის; მიუხედავად ამისა, სიგრძისა და მანძილის გაზომვის ძველებურ ხერხებს არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა. ზოგჯერ მანძილის გაზომვა მოხერხებულია გამზომი ხელსაწყოების გარეშე-მტკაველებით ან ნაბიჯებით. როგორ ხდება ეს?
საკუთარი ზომები გავზომოთ (მეათედის სიზუსტით) და მიღებული შედეგები დავამრგვალოთ მთელამდე. შევადგინოთ ცხრილი.
გოჯი-2სმ
მტკაველი-18სმ
გაშლილი ხელები-120 სმ
ორმაგი ნაბიჯი- 90სმ
სიმაღლე-160სმ
ორმაგი ნაბიჯი არის ორივე ფეხით გადადგმული ნაბიჯების ჯამი, რადგანაც მარჯვენა და მარცხენა ფეხებით გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვაა.
4.მონაწილეთა ასაკი: 15-30 წელი.
5.ვადები: ერთი წელი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: კვლევა, დისკუსია.
7.მოსალოდნელი შედეგები:საკუთარი ზომებით გაზომვების შესრულება.
8. სარგებელი სხვებისთვის:გამოიყენონ აღწერილი ხერხი მანძილების გასაზომად.